ფოტოდინამიური ლაზერი

  • Home
  • Services
  • ფოტოდინამიური ლაზერი

ფოტოდინამიური ლაზერი

 „სკენარი” წარმოგიდგენთ საშილოსნოს ყელის პათოლოგიების მკურნალობის ყველაზ ეფექტურ და უმტკივნეულო მეთოდს

სტატისტიკის მიხედვით, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები უამრავ ქალბატონს აწუხებს. სამწუხაროდ, ბევრმა არც გამოსავალი იცის და, პრინციპში, უმრავლესობა გვიან სტადიებზე იწყებს რეაგირებას.

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. არ შეიძლება ვისაუბროთ პაპილომავირუსზე და არ აღვნიშნოთ საშვილოსნოს ყელის დისპლაზია.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია მისი ქსოვილის ანომალური ცვლილებაა. ის უპირატესად საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილს შეეხება.

დისპლაზიის ხარისხი ანუ დაზიანების სტადია საშვილოსნოს ყელის ქსოვილებში დაზიანებულ უჯრედთა გავრცელების სიღრმეზე მიანიშნებს. ამ ფაქტორთა მიხედვით, სამ ფორმას განასხვავებენ:

. საშვილოსნოს ყელის დისპლაზია ( I ხარისხის )- დაავადების მსუბუქი ფორმაა, სუსტად გამოხატული გამოვლინებებით.

. საშვილოსნოს ყელის დისპლაზია (II ხარისხის)- დეფექტის ზომიერი (საშუალო) ვარიანტია. II ხარისხის დისპლაზია თავისთავად შეიძლება გაქრეს 50 % შემთხვევაში. დაავადებულთა 20 %-თან ის მესამე ხარისხში გადადის, 5 %-თან კი საშვილოსნოს ყელის კიბოდ გადაგვარდება.

. საშვილოსნოს ყელის დისპლაზია (III ხარისხის) – მძიმე არაინვაზიური შემთხვევაა. ამ დროს ლორწოვანი გარსი მთელ სისქეზე სახეშეცვლილი უჯრედებითაა წარმოდგენილი. 100-დან 50 შემთხვევაში დისპლაზია საშვილოსნოს ყელის კიბოში გადადის.

 

 

სიმპტომები

ხშირ შემთხვევაში, ადამიანის პაპილომავირუსი არ იწვევს რაიმე სიმპტომს დაინფიცირებულ ადამიანებში, ამიტომ HPV–ით ინფიცირებულმა და ვირუსის მატარებელმა ადამიანებმა არც კი იციან ამის შესახებ.

ძირითადი სიმპტომები, რომლებსაც განიცდიან ადამიანის პაპილომავირუსით დაზარალებული პაციენტები, არის მეჭეჭების გაჩენა ხელებზე, ფეხებზე და / ან სასქესო ორგანოებზე, სადაც ისინი ასევე ცნობილია condyloma acuminata სახელით.

მაღალი რისკის მქონე ვირუსებთან დაკავშირებით, მათ ასევე შეიძლება წარმოქმნან სუბკლინიკური ინფექციები და ქალებშიც კი წარმოქმნან საშვილოსნოს ყელის დაზიანება, ხელს უწყობენ საშვილოსნოს ყელის, საშოს, ანალური ან ანალური კიბოს განვითარებას.

ამ შესაძლო სიმპტომების მიუხედავად და როგორც აღვნიშნეთ, ხშირ შემთხვევაში, ვირუსი არის დაბალი რისკის შემცველი. ამ მიზეზით, თუ რაიმე სიმპტომი გაქვთ, უმჯობესია რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს ან უროლოგს.

რაც შეეხება მკურნალობას – არსებობს უამრავი მეთოდი – კრიოდესტრუქცია, კონიზაციია, თუმცა ეფექტური ამ მეთოდებიდან არის ფოტოდინამიური ლაზერი. ეს არის მომავლის მედიცინა!

იგი პროცედურულად საკმაოდ უმტკივნეულოა. ამ დროს, სპეციალური გელით საშვილოსნოს ყელი მუშავდება.

გაგიჩნდებათ კითხვა, რას შვრება ეს გელი – იგი შედის უჯრედებში და გროვდება იმ პათოლოგიურ ქსოვილებში, რომელიც დაზიანებულია, ამის შემდეგ ფოტოსენსიბილიზაციით ეს დაზიანებული კერები იდენტიფიცირდება და სხივდება აპარატით.

ანუ მარტო იმ ქსოვილებზე ვმოქმედებთ, რომელიც დაზიანებულია, რაც პრაქტიკულად სხვა მეთოდების დროს გამორიცხულია. მაშინ, როდესაც, მაგალითად, კონიზაციისა და კრიოდესტრუქციის დროს ჯანსაღი ქსოვილებსაც აცილებენ.

სამუშაო საათები

ორშ. – პარ. 10:00 – 18:00
შაბათი – 10:00-15:00
კვირა – დასვენება