ტომატისის თერაპია – დარღვევების მკურნალობა სიხშირეების გამოყენებით
ტომატისის თერაპია – დარღვევების მკურნალობა სიხშირეების გამოყენებით
იცოდით, რომ სიხშირეებს სამკურნალო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს? დიახ, მაღალსიხშირიანი ბგერების მოსმენა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, მეხსიერებასა და აზროვნების პროცესს!
ალფრედ ტომატისმა უამრავი კვლევის შემდგომ, დაადგინა, თუ რომელ სიხშირეს როგორი სამკურნალო ეფექტი შეიძლება ჰქონოდა. ამის საფუძველზე კი, თავის ტვინზე სიხშირული ზემოქმედებით, სხვადასხვა დარღვევის მკურნალობა დაიწყო.
ამ სამკურნალო მეთოდს დღეს „ტომატისის თერაპიის” სახელით ვიცნობთ. ამ დროს, სასმენი აპარატის სიხშირული სტიმულაციის მეშვეობით, ბავშვებსა და მოზარდებში მეტყველების, ყურადღების დარღვევის, სხვადასხვა ტიპის ემოციური დარღვევის კორექცია ხდება. სხვათა შორის, მეთოდი ეფექტიანია არა მხოლოდ დარღვევების დროს – უცხო ენების შესწავლაშიც გვეხმარება
ტომატისის აპარატს აქვს ვიბრაციული ზემოქმედება თავის ტვინის ნერვულ დაბოლოებებზე – ძვლოვანი გამტარობით თხემის ძვლიდან და ჰაეროვანი გამტარობით – ყურიდან, რაც გვაძლევს კოგნიტური ფუნქციების გააქტიურების უნიკალურ ეფექტს.
თერაპიის დროს, ხმოვან სიგნალებად სხვადასხვა ხმა გამოიყენება – მათ შორის, კლასიკური მუსიკა; დედის, ნებისმიერი საყვარელი ადამიანის ხმა და ა.შ.
თერაპიის გასაოცარი ეფექტი არაერთი კვლევით დასტურდება და კლინიკა „სკენარის” გამოცდილებაც ამას მოწმობს.
ეს მეთოდიკა გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა პოსტინსულტური დარღვევები; აუტისტური სპექტრის აშლილობები; ცერებრული დამბლა და ნებისმიერი ენცეფალოპათია.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის დროს, ტომატისის მეთოდი განსაკუთრებულად დადებით შედეგებს იძლევა: