ცეცხლოვანი მკურნალობა დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე:
მცირდება ტკივილი,ხდება სისხლჩაქცევების გაწოვა, მშვიდდება ნერვული სისტემა, იკლებს გაღიზიანება და ა.შ.
ამ ტექნიკით იკურნება დაავადებათა დიდი სპექტრი, როგორიცაა: რადიკულიტი, ოსტეოპოროზი, ართრიტი, რესპირატორული დაავადებები და ა.შ.
ძლიერდება ზოგადად იმუნური სისტემა და ხდება ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგიის აღდგენა. ცეცხლოვანი თერაპია მიმართულია ენერგეტიკული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე კანის ქსოვილებში. გახურების ადგილებში მატულობს კანის ტემპერატურა, ხდება კუნთების გახურება, კაპილარების გაფართოება, რაც გვაძლევს კუნთების სპაზმის მოხსნის, შეშუპებების, ჰემატომის გაწოვის საშუალებას და უმჯობესდება ადგილობრივად სისხლის მიმოქცევა.
სამკურნალო ზემოქმედება ასევე ვრცელდება ადამიანის გამომყოფ (ინტენსიურად იწყებენ მუშაობას საოფლე ჯირკვლები) და ნერვულ სისტემაზე (ტკივილები მცირდება).
ცეცხლოვანი თერაპიისთვის გამოიყენება პირსახოცი რომელიც იჟღინთება სპეციალური მცენარეული სპირტიანი ექსტრაქტებით და იფინება სხეულის გარკვეულ ნაწილებში.შემდეგ ხდება ცეცხლის წაკიდება პირსახოცზე. პირსახოცების რაოდენობას და ცეცხლის ზემოქმედების დროს განსაზღვრავს ჰოლიაოთერაპიის სპეციალისტი დაავადებიდან და დასახული ამოცანიდან გამომდინარე. მანიპულაცია გრძელდება 30-დან 90 წუთამდე. შემდეგ გახურებულ ადგილებში ხდება სპეციალური სამკურნალო ეთერზეთების შეზელვა. პროცედურის შემდეგ რეკომენდირებულია გარკვეული პერიოდი თავი შევიკავოთ ჭამაზე, ბანაობაზე, სქესობრივ ურთიერთობაზე, არ გავგრილდეთ, დავლიოთ მეტი სითხე.
დაავადებიდან და ადამიანის ჯანმრთელობიდა გამომდინარე, კურსი მოიცავს 5-10 პროცედურას. ცეცხლოვანი თერაპია აბსოლუტურად უსაფრთხოა, არ ტოვებს დამწვრობებს, ტრავმებს პაციენტების სხეულზე, არაა მტკივნეული.
პაციენტები, რომლებიც იტარებენ ცეცხლოვან თერაპიას გრძნობენ:
- იმუნიტეტის გაძლიერებას;
- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას
- ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას
- შეშუპებების, ჰემატომების გაწოვას, კუნთოვანი სპაზმის მოხსნას
- ანთებითი პროცესების განკურნებას
- საოფლე ჯიკვლებიდან ტოქსინების, შლაკების გამოდევნას
- თავის ტკივილს შემცირებას
- ნერვული სისტემის გაწონასწორებას-დეპრესიების მოხსნას, ნერვიული გაღეზიანების შემცირებას
- საოცრად დადებით კოსმეტოლოგიურ ეფექტს
ჰოლიაო თერაპია არ არის რეკომენდებული:
მძიმე გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებისას;
ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის;
ორსულებისთვის;
ავადმყოფებისთვის მწვავე ანთებითი პროცესებით;
ქალებისთვის მენსტრუალური ციკლის დროს.