უხსოვარი დროიდან, ძველი მკურნალები და ნათელმხილველები ადამიანებს თვლიდნენ „სინათლის არსებებად“, რაც მომავალში დაადასტურა კვანტურმა ფიზიკამ. კვანტურმა ფიზიკამ დაადგინა,რომ ელემენტარული ნაწილაკების დონეზე ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს ენერგეტიკულ ველებს და რომ ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელია სინათლის ენერგიის შთანთქმა-გამოსხივების გარეშე.
ათასწლეულებია რაც სინათლე ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება „ფერების თერაპიის“ სახით. სხვადასხვა აპარატურის მეშვეობით სინათლით ზემოქმედებენ აკოპუნქტურულ წერტილებზე, კანზე, ლორწოვან გარსზე, სისხლძარღვებზე და ა.შ. სინათლით ინდუცირებული ბიოენერგეტიკული ძალები ორგანიზმში იწვევენ გარდაქმნების მთელ კასკადს: მიტოქონდრიებში არეგულირებენ ჟანგვა-აღდგენით პროცესებს,ელექტრონების და პროტონების ემისიას,უჯრედების გამჭვირვალობა იცვლება, ასევე იცვლება კოლოიდების თვისება, ძლიერდება იმუნიტეტი და ნივთიერებათა ცვლა,უმჯობესდება ადამიანის შინაგანი განწყობა და ზოგადი მდგომარეობა – ერთი სიტყვით ჯანმრთელობის და ჰომეოსტაზის აღდგენის უნივერსალური საშუალებაა.
რაც შეეხება ნანოტექნოლოგიურ მიკროსფეროებს- დაკვირვებებმა და სამედიცინო კვლევებმა დაადასტურეს, რომ თვით ნანოკაფსულების უნიკალურ ზემოქმედებასთან ერთად, ფერების გამასაც აქვს თავისი უნიკალური სინერგიულ-გამაჯანსაღებელი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე, რაც გამოიხატება სხეულის განსხვავებულ შეგრძნებებში, გამომდინარე ნანოკაფსულის ფერიდან, რაც პირდაპის შესბამისობაშია ენერგეტიკული ცენტრების ფერებთან ( P.S. ინფორმაციისთვის-ყოველ ენერგეტიკულ ცენტრს აღმოსავლურ მედიცინაში აქვს შესაბამისი ფერი).
საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად , ყოველ ფერს აქვს თავისი ნანომეტრული დიაპაზონი. მაგალითად:
წითელი ფერი (620-760 ნმ) ააქტიურებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს , ამაღლებს ნებისყოფას, ოპტიმიზმს და ასევე:
- ამაღლებს ფიზიკურ ძალას და შრომისუნარიანობას
- ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას
- ხელს უწყობს შლაკების გამოდევნას ორგანიზმიდან
- ააქტიურებს ღვიძლის, თირკმლის, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებას
- აჩქარებს ტრომბოციტების და ჰემოგლობინის წარმოქმნას
- ხსნის შეგუბებით მოვლენებს ორგანიზმში და ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შეჩერებას
- ამაღლებს წნევას, აძლიერებს პოტენციას, აძლიერებს გულის შეკუმშვის ძალას
- ახშირებს სუნთქვას
- აჩქარებს ჭრილობების,წყლულის შეხორცებას,ნაღრძობის განკურნვას
- ეფექტურია ვირუსული ინფექციების დროს
წითელი ფერი გამოიყენება: დეპრესიების, მელანქოლიის, აპათიის, მოდუნების, უარყოფითი ემოციების დროს.
P.S. აღგზნების და მაღალი წნევის დროს არაა რეკომენდირებული.
მწვანე ფერი (510-575 ნმ) ყველაზე ჰარმონიული და გამაწონასწორებელი ფერია. ამავე დროს:
- გვეხმარება დახურული სივრცის შიშის გადალახვაში
- გვამშვიდებს
- ხსნის შეგუბებებს, შეშუპებებას, ანთებებს
- ნორმაში მოჰყავს არტერიული და შიდათვალის წნევა
- ამცირებს ნევრალგიურ და მიგრენოზულ ტკივილებს
- ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას
- აწესრიგებს ფსიქიურ წონასწორობას
- ანეიტრალებს სტრესულ და ნეგატიურ ემოციებს
- მოქმედებს მანორმალიზებლად მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას
- აძლიერებს ნუშისებრი ქსოვილის და ჰიპოფიზის ფუნქციონირებას
- ხსნის არითმიას და სხვა დარღვევებს გულის მხრიდან
- აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას
მეწამული ფერი (380-450 ნმ) ყველაზე მძლავრი ენერგეტიკის მატარებელია. მასში შერწყმულია ძალა და სირბილე, ხელს უწყობს სხეულის და სულის ჰარმონიულ კავშირს,ანვითარებს ინტუიციას, ამავე დროს:
- აძლიერებს ახალგაზრდობის ჰორმონების და ენდორფინების პროდუქციას
- დადებითად ზემოქმედებს ეპიფიზზე
- აძლიერებს მხედველობას და ამძაფრებს შეგრძნებებს
- ამშვიდებს ნერვულ სისტემას
- აქვს ანტიმიკრობული მოქმედება
- ამაღლებს ორგანიზმის დაცვით სისტემას
- ააქტიურებს ელენთას, ლეიკოციტების წარმოქმნას
- არეგულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებას
- ამცირებს შეშუპებას და ტკივილებს ტვინის შერყევის დროს
- ამცირებს გულის კუნთის შეკუმშვის სიხშირეს
- ამცირებს შიმშილის შეგრძნებას
- აწონასწორებს და ჰარმონიაში მოჰყავ ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების მუშაობა
…და ასევე სხვადასხვა სამკურნალო-გამაჯანსაღებელ თვისებებს ატარებენ სხვა ფერებიც.
ყოველივე აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზემოთ მოყვანილი მაგალითები თვალნათლივ გვიჩვენებენ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელიბა აქვს სწორად შერჩეულ ფერების გამას და „ფერების თერაპიას“ ადამიანის ორგანინიზმის გაჯანსაღების და ჰარმინიზაციის პროცესში. ყველა ეს მახასიათებელი თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ , რათა ფერების სწორი შერჩევით სტიმული მივცეთ ორგანიზმის აღდგენა-გაჯანსაღების პროცესებს.