აპარატი, რომელიც გენერირებს ნერვული იმპულსის ტოლფას იმპულსებს
თვით აპარატის სახელწოდებაშია ჩადებული მისი მოქმედების უნიკალური მექანიზმი, რაც წარმოადგენს უცხოენოვან აბრევიატურას “Self Controlled Energo Neuro Adaptive Regulator“და იშიფრება შემდეგნაირად: „თვითკონტროლირებადი ენერგო – ნეირო ადაპტაციური რეგულაცია“.
სკენარი არის აპარატი, რომელიც ზემოქმედებს კანზე განსაკუთრებული იმპულსით. ტვინი აღიქვამს ამ იმპულსს, როგორც სიგნალს, რომელიც მომდინარეოს ნერვული სისტემიდან და ორგანიზმში ირთვება თვითაღდგენის მექანიზმი, რომელიც ჩადებულია ადამიანის გენეტიკურ კოდში.
სკენარის აპარატი პრობლემურ ზონებზე ლოკალური ზემოქმედებისას ხსნის ტკივილს, შეშუპებას და ლიმფოსტაზს. ხელსაწყო გენერირებს მაღალამპლიტუდურ, ბიპოლარულ, ძალიან მოკლე ხანგრძლივობის (50-100 მილიწამი), ასიმეტრიულ ელექტროიმპულსებს, რომლებიც არ იძლევიან არასასურველ გვერდით ეფექტებს და ამცირებენ ორგანიზმის შეჩვევას პროცედურებზე (რაც ხდება ხშირად ფიზიოპროცედურების დროს). სკენარის ზემოქმედება დაფუძნებულია უკუქმედით ბიოლოგიურ კავშირზე. ხელსაწყოს გააჩნია პროგრამულად კანის სხვადასხვა ნაწილებზე ნეიროიმპულსური ზემოქმედების ალგორითმები, რომლებიც იძლევიან თავის ტვინის მხრიდან ადეკვაურ პასუხებს,რაც გამოიხატება ნეირომედიატორებთან (ენდორფინები, ვაზოპრესინები, ანგიოტენზინი, ბრადიკინინი და სხვა) და სხვა ჰუმორალური ფაქტორებთან ერთად ორგანიზმში ბუნებიდან ჩადებულ თვითაღდგენით რეგულატორული მექანიზმების ჩართვაში.
ხელსაწყო, ასევე იძლევა საშუალებას ეფექტურად ჩატარდეს ორგანიზმის სკენარექსპერტიზა, რათა შეფასდეს ფუნქციონალური მდგომარეობა ორგანოების და სისტემების, სკენართერაპიის შემდგომი სწორი კორექციისთვის.
სკენართერაპიის ეფექტები:
პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების ამაღლებით