ვისცერალური თერაპია

Please enter a valid URL

ვისცერალური თერაპია (სინონიმები: ვისცერალური პრაქტიკა, ვისცერალური ხიროპრაქტიკა, მანუალური თერაპია, შინაგანი ორგანოების მასაჟი) ეს არის მუცლის მასაჟის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ვისცერალური თერაპიის ავტორია აკადემიკოსი ა.ტ. ოგულოვი.
ამ მეთოდის საფუძველში დევს თეორია,რომ ადამიანის სხეულში თავის და ზურგის ტვინის გარდა არის ასევე მუცლის ღრუს ორგანოების ნერვული ცენტრი, რომელსაც გააჩნია მარეგულირებელი ფუნქციები. ამ ზონაში განლაგებული შინაგანი ორგანოები ერთმანეთთან და სხეულის სხვა ნაწილებთან დაკავშირებულები არიან სისხლძარღვების, ნერვული დაბოლოებების და ჰორმონების მეშვეობით. მუცელის ღრუ-მეორე ტვინია. 100 მილიონზე მეტი ნეირონია მუცლის ღრუში და ჩვენ ხშირად „ვფიქრობთ“ ჩვენი შინაგანი ორგანოებით და ეს ე.წ. “მეორე ტვინი“ მართავს ჩვენს ძირითად ტვინს (მაგალითისთვის: ღვიძლის დაავადება იწვევს მრისხანებას, უძილობას, გულის-დარდს და ა.შ.). ვისცერალური თერაპიის მეშვეობით ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იცვლება ადამიანის ფსიქოტიპი-მცირდება ნერვული აღგზნება, უმჯობესდება ხასიათი, ზოგადი ფსიქიური მდგომარეობა, ამავე დროს ნორმაში მოდის ენერგობალანსი ორგანოებში და სისტემებში, იხსნება სპაზმი (დაძაბულობა), უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა ქსოვილებში, ხდება შინაგანი ორგანოების ფუნქციის სტაბილიზაცია და  თავის ტვინის მხრივ ორგანოებზე მარეგულირებელი ზემოქმედების გაუმჯობესება.

 

ვისცერალური თერაპევტი ხელების  დოზირებული დაჭერით, ვიბრაციით, რყევით ზემოქმედებს გარკვეული კუთხიდან მუცელის წინა კედელზე, რითაც კუმშავს ან გადაანაცვლებს მუცლის ღრუს ღრმა ფენებს და ამით განახორციელებს შინაგანი ორგანოების გამაჯანსაღებელ მასაჟს.