Author: itadmin

ლაზეროთერაპია ხერხემლის თიაქრისა და სამწვერა ნერვის ანთების სამკურნალოდ

ლაზერული თერაპია თანამედროვე მედიცინის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ორგანიზმსა და ბიოლოგიურ პროცესებზე ინფრაწითელი სხივების ზემოქმედებით მკურნალობას გულისხმობს. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიოქსიდანტური და გამაჯსანსაღებელი ეფექტი და მკვეთრად ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს. ლაზერული თერაპია ორგანიზმზე კონცენტრირებული ინფრაწითელი სხივით ფიზიკურად ზემოქმედებს, რაც ბიოქიმიური პროცესების წარმართვას, ორგანიზმში ფოტოფიზიკური და ფოტოქიმიური რეაქციების გენერირებას გულისხმობს. შედეგად, უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია და […]
Read More

ოზონოთერაპია – მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის

ოზონოთერაპია ბუნებრივი  თერაპიის მეთოდია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შეყვანისას  ბიოაქტიურ ოზონს (ოზონიდები) წარმოქმნის  და არა მარტო  დაავადებებს, არამედ – ორგანიზმის  ჯანმრთელობისთვის საზიანო ფაქტორებს ებრძვის. თერაპიული კონცენტრაციის ოზონი ძლიერი იმუნომოდულატორია. ეს არის აირი, რომლის მოლეკულაც ჟანგბადის სამი ატომისგან შედგება და თავისი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, არაერთი დაავადების საკურნალოდ  გამოიყენება. ოზონოთერაპია აუმჯობესებს სისხლის კაპილარულ მიმოქცევას, უზრუნველყოფს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას, […]
Read More

ქუსლის დეზის კომპლექსური მკურნალობა გარანტირებული შედეგით

ქუსლის დეზი ტერფის უკან, ქუსლის ძვალზე არსებული ძვლოვანი წანაზარდია, რომელიც ძვალ-სახსროვანი სისტემის ერთ-ერთ გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენს და ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს. გართულების შემთხვევაში, ქუსლის დეზისთვის ტკივილი დამახასიათებელია არა მხოლოდ სიარულის, არამედ – ჯდომის დროსაც. ქუსლის დეზის წარმოქმნა მრავალ სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება. შესაძლოა, გამოწვეული იყოს ბრტყელტერფიანობით, ტრავმებით, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით, რევმატიზმით, ჭარბი წონით, ძვლებისა თუ იოგების […]
Read More

მაგნიტოთერაპია სახსრების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ

მაგნიტოთერაპია (ექსტრაკორპორალური მაგნიტოტრანსდუქციური თერაპია) ფიზიოთერაპიული მეთოდია, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედებას დაბალი/მაღალი ინტენსივობის და სიხშირის მაგნიტური ველის გამოყენებით გულისხმობს. მეთოდს ლოკალური და ცენტრალური მოქმედების უნიკალური ეფექტი გააჩნია და არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. კლინიკა „სკენარში“ მაგნიტოთერაპია შვეიცარული STORZ MEDICAL-ის უახლესი აპარატით ხორციელდება, რომელიც მაღალსიხშირიან, ქსოვილებში ღრმა შეღწევადობის მაგნიტურ ველს წარმოქმნის და აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და მასტიმულირებელი ეფექტი. მაგნიტური ველი […]
Read More

ინსულტგადატანილი პაციენტებისთვის: ინსულტის შემდგომი მკურნალობა სკენართერაპიის უნიკალური მეთოდით

ინსულტი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას გულისხმობს და განპირობებულია სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევით. დაავადება არაერთ გართულებას იწვევს, მათ შორისაა კიდურების დამბლა, რეაქციების შენელება, მეტყველების გართულება და სხვა. შედეგად, პაციენტი სიცოცხლის ბოლომდე ხეიბრად რჩება. თავის ტვინის ინსულტის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორისაა მოციმციმე არითმია, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი ქოლესტერინი, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს […]
Read More

ტომატისისა და სკენარის კომპლექსური თერაპია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის

აუტისტური სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვები ბევრი თავისებურებით გამოირჩევიან. აუტიზმისთვის დამახასიათებელი გართულებული მეტყველება და სოციალური ურთიერთობები, განმეორებითი ქცევები, აკვიატება, უჩვეულო რეაქციები, უყურადღებობა თუ მრავალი სხვა კოგნიტური ფუნქციების დარღვევებზე მიუთითებს. აუტისტური სპექტრის მქონე ინდივიდები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ყველასთვის საერთოა კომუნიკაციისა და სოციალიზაციის სირთულეები. არ არსებობს აუტიზმის დადასტურებული მედიკამენტური მკურნალობა. არსებობს სხვადასხვა სახის თერაპიული მეთოდი, […]
Read More

სკენარი – აპარატი, რომელიც დაავადებათა მკურნალობას ორგანიზმის თვითაღდგენითი პროცესების სტიმულირებით ახორციელებს

ტკივილის მართვის უნიკალური მეთოდი, რომელიც მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს – სკენარი სამედიცინო აპარატია, რომელიც ორგანიზმის ნერვული ბოჭკოების იდენტური ნეიროიმპულსებით ამა თუ იმ პათოლოგიის სრულფასოვან მკურნალობას უზრუნველყოფს. აპარატი სხეულის გარკვეულ წერტილებზე ზემოქმედებისთვის გამოიყენება. კანის სხვადასხვა სიღრმეში ნეიროიმპულსების გამოყენებით ის ორგანიზმში ჩადებულ გენეტიკურ ინფორმაციას აღვიძებს და უკუკავშირის რეჟიმში ახორციელებს აღდგენითი პროცესების რეგულაციას. შედეგად, ორგანიზმი იწყებს თვითაღდგენითი […]
Read More

Лечение грыжи межпозвоночного диска методом ударно-волновой терапии

Грыжа межпозвоночного диска является наиболее распрстранённым заболеванием среди патологий позвоночника, которое возникает в результате нарушения целостности фиброзного кольца. Патология является тяжелым осложнением остеохондроза и во многих случаях приводит к сужению позвоночного канала, сдавливанию нервных стволов и компресси спинного мозга. Воспалительные процессы, отеки и выраженная боль,вызванные заболеванием, связаны с большим дискомфортом для пациентов и являются крайне […]
Read More

დარტყმით-ტალღოვანი თერაპია ხერხემლის თიაქრის სამკურნალოდ

მალთაშუა დისკის თიაქარი ხერხემლის პათოლოგიებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ფიბროზული რგოლის ერთიანობის დარღვევით წარმოიქმნება. პათოლოგია წარმოადგენს ოსტეოქონდროზის მძიმე გართულებას და ხშირ შემთხვევაში, იწვევს ხერხემლის არხის შევიწროვებას, ნერვული ღეროებისა და ზურგის ტვინის კომპრესიას. დაავადების შედეგად გამოწვეული ანთებითი პროცესები, შეშუპება და ძლიერი ტკივილი პაციენტებისთვის დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული და ცხოვრების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი მწვავე ხელისშემშლელი ფაქტორია. […]
Read More

თუ თქვენს შვილს აუტისტური სპექტრი აქვს – ტომატისის თერაპიის უალტერნატივო შესაძლებლობები

რა არის აუტისტური სპექტრის აშლილობა? აუტიზმი თავის ტვინში არსებული ცვლილებებით გამოწვეული ნეიროგანვითარების დარღვევაა, რომლის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დრომდე არ არის ცნობილი და მცირე ასაკში (18-დან 36 თვემდე) ვლინდება. ტერმინი „აუტისტური აზროვნება” პირველად შვეიცარიელმა ფსიქიატრმა, პოლ ბლეილერმა შინაგანი სამყაროსკენ, საკუთარი მოთხოვნილებებისა და ოცნებებისკენ მიმართული ინდივიდის ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღსაწერად გამოიყენა. აუტიზმი, როგორც მდგომარეობა კი 1943 წლიდან […]
Read More