ქუსლის დეზის კომპლექსური მკურნალობა გარანტირებული შედეგით

  • Home
  • პროცედურები
  • ქუსლის დეზის კომპლექსური მკურნალობა გარანტირებული შედეგით

ქუსლის დეზის კომპლექსური მკურნალობა გარანტირებული შედეგით

ქუსლის დეზი ტერფის უკან, ქუსლის ძვალზე არსებული ძვლოვანი წანაზარდია, რომელიც ძვალ-სახსროვანი სისტემის ერთ-ერთ გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენს და ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს. გართულების შემთხვევაში, ქუსლის დეზისთვის ტკივილი დამახასიათებელია არა მხოლოდ სიარულის, არამედ – ჯდომის დროსაც. ქუსლის დეზის წარმოქმნა მრავალ სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება. შესაძლოა, გამოწვეული იყოს ბრტყელტერფიანობით, ტრავმებით, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით, რევმატიზმით, ჭარბი წონით, ძვლებისა თუ იოგების ასაკობრივი ცვლილებით და სხვა. დაავადების პროგრესირებას კი ქსოვილის კალციფიცირება (ქსოვილის კალციუმის მარილებით გაჟღენთვა) ახდენს, რაც, ეტაპობრივად, გაუსაძლის ტკივილს იწვევს.

დაავადების მკურნალობა კლინიკა „სკენარში“ კომბინირებული მეთოდებით მიმდინარეობს და 100%-იანი შედეგი აქვს. კომპლექსში გამოიყენება დარტყმით-ტალღოვანი თერაპია, ლაზერო და მაგნიტური თერაპიები. უფრო კონკრეტულად:

  • შვეიცარული „შტორც მედიკალის“ დარტყმით-ტალღოვანი აპარატის მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები იძლევა საშუალებას, აკუსტიკური (ხმოვან-ბგერითი) ტალღის გენერირებით დაავადებულ ქსოვილამდე მაღალი ენერგია მიიტანოს და წარმოქმნას ახალი კაპილარული ქსელი და ჯანსაღი ღეროვანი უჯრედები. თერაპიის შედეგად სწრაფად აღდგება მოძრაობის უნარი, ცხრება ტკივილი და ანთებითი პროცესი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ხორციელდება ქსოვილების რეგენერაცია.
  • მაგნიტოთერაპია დადებით გავლენას ახდენს ანტიოქსიდანტურ-ფერმენტულ სისტემებზე, რომელსაც ორგანიზმში კომპლექსური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. პროცედურის დროს უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია და ლიმფოდრენაჟი და მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
  • ლაზერული თერაპია არეგულირებს ბიოლოგიურ პროცესებს და ორგანიზმის სისტემაზე ახდენს გამაჯანსაღებელ გავლენას. მისი მეშვეობით ხორციელდება ქსოვილების რეგენერაცია, მცირდება ანთებითი ფაზის ხანგრძლივობა, იხსნება დაჭიმულობისა და დაძაბულობის შეგრძნება ქსოვილებში, უმჯობესდება ჰემოდინამიკა და სისხლის მიმოქცევა.

სამივე თერაპიის კომბინირებული ზემოქმედების შედეგად, ქუსლის დეზი, ეტაპობრივად, ზომაში მცირდება და საბოლოოდ, დაზიანებული უბანი სრულად აღდგება.

Leave A Reply