მაგნიტოთერაპია სახსრების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ

  • Home
  • პროცედურები
  • მაგნიტოთერაპია სახსრების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ

მაგნიტოთერაპია სახსრების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ

მაგნიტოთერაპია (ექსტრაკორპორალური მაგნიტოტრანსდუქციური თერაპია) ფიზიოთერაპიული მეთოდია, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედებას დაბალი/მაღალი ინტენსივობის და სიხშირის მაგნიტური ველის გამოყენებით გულისხმობს. მეთოდს ლოკალური და ცენტრალური მოქმედების უნიკალური ეფექტი გააჩნია და არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

კლინიკა „სკენარში“ მაგნიტოთერაპია შვეიცარული STORZ MEDICAL-ის უახლესი აპარატით ხორციელდება, რომელიც მაღალსიხშირიან, ქსოვილებში ღრმა შეღწევადობის მაგნიტურ ველს წარმოქმნის და აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და მასტიმულირებელი ეფექტი. მაგნიტური ველი დადებით გავლენას ახდენს ანტიოქსიდანტურ-ფერმენტულ სისტემებზე, რომელსაც ორგანიზმში კომპლექსური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. მათ შორის, მეთოდი უზრუნველყოფს სისხლძარღვების გაფართოებას,
კუნთოვანი სპაზმის მოდუნებას, ნერვული სისტემის დაბალანსებას და სხვა.

მაგნიტოთერაპიის ეფექტურობა საერთაშორისო დონეზეა დადასტურებული და აღიარებული. მას აქვს საუკეთესო შედეგები შემდეგი დაავადებების მკურნალობის თვალსაზრისით:

◾️ სახსრების ქრონიკული დაავადებები (ართრიტები, არტროზები, პერიარტრიტები);
◾️ ქალთა და მამაკაცთა რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემის დაავადებები;
◾️ ტრავმებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის შედეგები;
◾ ენდოკრინული დარღვევები, ნევროლოგიური დარღვევები და სხვა.

პროცედურის დროს უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია და ლიმფოდრენაჟი, რის შედეგადაც ორგანიზმში უმჯობესდება ჟანგბადის მიწოდება, რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა, გამოიდევნება ტოქსინები და მავნე ნივთიერებები.

Leave A Reply