ინსულტგადატანილი პაციენტებისთვის: ინსულტის შემდგომი მკურნალობა სკენართერაპიის უნიკალური მეთოდით
ინსულტი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას გულისხმობს და განპირობებულია სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევით. დაავადება არაერთ გართულებას იწვევს, მათ შორისაა კიდურების დამბლა, რეაქციების შენელება, მეტყველების გართულება და სხვა. შედეგად, პაციენტი სიცოცხლის ბოლომდე ხეიბრად რჩება.
თავის ტვინის ინსულტის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორისაა მოციმციმე არითმია, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი ქოლესტერინი, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება და სხვა. მაღალია დაავადების გავრცელების მასშტაბი. ყოველ ერთ წუთში მსოფლიოში ინსულტით 2 ადამიანი ავადდება, ყოველი მე-4 დაავადებულის სიცოცხლე კი ლეტალურად მთავრდება.
ინსულტის მკურნალობის შედეგი დიდწილად არის დამოკიდებული დაავადების პირველი ნიშნების ადრეულ ამოცნობასა და პაციენტის დროულ ჰოსპიტალიზაციაზე. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას, რომლის მიზანმიმართული საჭიროების შესახებ საზოგადოების ცნობიერება/ინფორმირებულობა საკმაოდ დაბალია.
კლინიკა „სკენარი“ ამავე სახელობის სამედიცინო ბრენდის – SCENAR-ის თანამედროვე აპარატის მეშვეობით პაციენტებს ინსულტის შემდგომ კომპლექსურ მკურნალობა-რეაბილიტაციას სთავაზობს და საუკეთესო შედეგებს ჰპირდება.
სკენართერაპიით მკურნალობის მექანიზმი და ბენეფიტები:
სკენარ-თერაპიისა და სამკურნალო-სარეაბილიტაციო ფიზკულტურის კომბინაცია ხელს უწყობს ღრმა პროპრიოცეპტიური შეგრძნებების აღდგენასა და კოორდინირებული მოძრაობის უნარს, რაც ინსულტის შემდგომ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნევროლოგიურ დეფიციტს წარმოადგენს. პროპრიოცეპტიური, ანუ თვითმოძრაობისა და სხეულის პოზიციის ორგანული სიგნალები ცენტრალურ ნერვულ სისტემას გადაეცემა, რომელიც ინტეგრირებულია ვიზუალურ და ვესტიბულურ სისტემებთან. შესაბამისად, მისი ნორმალიზება უმნიშვნელოვანესია ნევროლოგიური გართულებების აღმოფხვრის მიზნით.
სკენარის აპარატით კანზე ზემოქმედების მეშვეობით ხორციელდება თავის ტვინის შესაბამისი ზონების სტიმულირება, რის შედეგადაც, ნეირომედიატორები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები გამომუშავდება, რაც ორგანიზმში აღადგენს და აბალანსებს არაერთ სომატურ კომპონენტს. მათ შორის:
O ავტონომიური ნერვული სისტემა;
O ზედაპირული შეგრძნებები;
O ღრმა ნევროლოგიური შეგრძნებები;
O ნატიფი მოტორული უნარები;
O მსხვილი მოტორული უნარები;
უფრო კონკრეტულად, ნატიფი მოტორული უნარები გულისხმობს ხელისა და თითების წვრილი კუნთების კოორდინირებას, ასევე, სხეულისა და ხელის დიდი კუნთების ჩართულობას მეტი სტაბილურობისთვის. მსხვილი მოტორული უნარები კი მოძრაობის დროს კიდურებისა და ტორსის დიდი კუნთების გამოყენებას მოიაზრებს, რაც ინსულტის შემდგომ, უმეტესად, პაციენტების დიდ ნაწილში შეზღუდულია და ერთ-ერთ გავრცელებული ნევროლოგიური დარღვევაა.
კომპლექსური თერაპია, რომელსაც კლინიკა „სკენარი“ გთავაზობთ, ინსულტის შემდგომ სწრაფ რეაბილიტაციას გპირდებათ, რაც პაციენტებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გარანტიაა.