ტომატისისა და სკენარის კომპლექსური თერაპია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის

  • Home
  • პროცედურები
  • ტომატისისა და სკენარის კომპლექსური თერაპია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის

ტომატისისა და სკენარის კომპლექსური თერაპია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის

აუტისტური სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვები ბევრი თავისებურებით გამოირჩევიან. აუტიზმისთვის დამახასიათებელი გართულებული მეტყველება და სოციალური ურთიერთობები, განმეორებითი ქცევები, აკვიატება, უჩვეულო რეაქციები, უყურადღებობა თუ მრავალი სხვა კოგნიტური ფუნქციების დარღვევებზე მიუთითებს. აუტისტური სპექტრის მქონე ინდივიდები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ყველასთვის საერთოა კომუნიკაციისა და სოციალიზაციის სირთულეები.

არ არსებობს აუტიზმის დადასტურებული მედიკამენტური მკურნალობა. არსებობს სხვადასხვა სახის თერაპიული მეთოდი, რომელიც მშობლებს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა მოვლასა და მართვაში ეხმარება და პატარებს განვითარებაში უწყობს ხელს. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპეციალისტების მხრიდან ბავშვსა და ოჯახთან მუშაობას, სწორ კომუნიკაციასა და ხელშეწყობას.

კლინიკა „სკენარი“ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ინტენსიურ და კომპლექსურ მკურნალობას გთავაზობთ, რომელიც აერთიანებს ტომატის-თერაპიას, სკენარ-თერაპიას, კინოზოთერაპიას, სპეციალურ ნანოტექნოლოგიურ კაფსულებსა და ვარჯიშებს. კონკრეტულად, რაში მდგომარეობს ამ მიდგომის უნიკალურობა და რა შედეგებს გვაძლევს კომბინირებული მკურნალობა? კითხვებს კლინიკის სპეციალისტები: სკენარ-თერაპევტი, ირმა აზნარაშვილი და ტომატის და ფსიქოთერაპევტი, ანა ოკრიბელაშვილი პასუხობენ.

როგორ იწყება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მკურნალობა კლინიკა „სკენარში?“
ჩვენი მიდგომა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პაციენტებთან მულტიპროფილურია და კომპლექსურ მკურნალობას ითვალისწინებს. შესაბამისად, წამყვანი მნიშვნელობა დიაგნოსტიკას და მდგომარეობის ინდივიდუალურ, სწორ და ზუსტ შეფასებას ენიჭება. ამის მიხედვით იგეგმება მკურნალობის კურსი, ინტენსივობა და ხანგრძლივობა. პირველ რიგში, ტარდება რისტადიაგნოსტიკა, რაც პროგრამული რეფლექსოდიაგნოსტიკური კომპლექსის, „რისტა-ედპ“-ს მეშვეობით ხორციელდება და მიმართულია ბიოლოგიურად აქტიური წერტილებისა და მათი ელექტროგამტარიანობის კვლევაზე. მეთოდი გვაძლევს საშუალებას, აღმოვაჩინოთ დარღვეული ფუნქციები ორგანიზმში, რაც თავის მხრივ არის უმოკლესი გზა სკენარ-თერაპიის მაქსიმალურად წარმატებული შედეგისთვის.

მას შემდეგ, რაც რისტადიაგნოსტიკა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოგვცემს ზუსტ შეფასებას, მუშაობას „სკენარის“ უნიკალური აპარატით ვიწყებთ. „სკენარი“ ორგანიზმის ნერვული ბოჭკოების იდენტური ნეიროიმპულსებით ამა თუ იმ პათოლოგიის სრულფასოვან მკურნალობას უზრუნველყოფს. კანის სხვადასხვა სიღრმეში ნეიროიმპულსების გამოყენებით ის ორგანიზმში ჩადებულ გენეტიკურ ინფორმაციას აღვიძებს და უკუკავშირის რეჟიმში ახორციელებს აღდგენითი პროცესების რეგულაციას. შედეგად, ორგანიზმი იწყებს თვითაღდგენითი პროცესების სტიმულირებას, რაც თითოეული ჯანმრთელი ადამიანის გენეტიკაშია ჩადებული.

როგორ ზემოქმედებს სკენართერაპია კონკრეტულად აუტიზმის მქონე ბავშვებზე?
ვინაიდან საუბარი ნერვული ტიპის იმპულსების ზემოქმედებაზეა, თერაპიის პროცესში ტვინში ზუსტად იმ კერების გააქტიურება ხდება, სადაც კოგნიტური ფუნქციებია დარღვეული. აქტიურდება მეტყველებისა და გაგების, გარე სამყაროსთან კონტაქტის უნარი, უმჯობესდება კონცენტრაცია, ღრმავდება სოციალიზაცია, ვითარდება ვიზუალური კომუნიკაცია და სხვა. გარდა ამისა,  ორგანიზმში იწყება ლიმფოდრენაჟი, ხორციელდება დეტოქსიკაცია და უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია. ეს ყველაფერი სიგნეტურ ჟანგბადსა და, რიგ შემთხვევებში, ოზონოთერაპიასთან კომბინაციაში ახდენს ქსოვილების ოქსიგენაციას და აბალანსენს ნეირონების აქტიურობას ტვინში.

კომპლექსური მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია ტომატისთერაპია. ქალბატონო ანა, განგვიმარტეთ, რა არის ტომატისთერაპია და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?
ტომატისი არის სამკურნალო აპარატი, რომელიც მულტისენსორული პროგრამით ტვინის სტიმულაციას მნიშვნელოვნად ახდენს და ბავშვს მეტყველების, კორდინაციის, მოტორიკის, კოგნიტური უნარების განვითარებაში ეხმარება. აპარატი ახდენს სამი ზონის გააქტიურებას. ყურსასმენში ჩამონტაჟებულია პროგრამები, რომლებიც თავის ტვინის დისფუნქციებს, მათ შორის ინსულტს, ცერებრულ დამბლას, აუტისტური სპექტრის აშლილობას აბალანსებს და ააქტიურებს არა ტვინის ქერქს, არამედ – საჭირო ნეირონებს. სპეციალურად შერჩეული ხმოვანი სიხშირეების მეშვეობით ტომატისის თერაპია გამოიყენება განვითარებისა და მეტყველების შეფერხების აღმოფხვრისთვის.

როგორც ვიცით, ტომატისის მეთოდი ითვალისწინებს დიაგნოსტიკასაც.
დიახ, თავისთავად. თერაპიის ეს მეთოდი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ინდივიდუალურად ხორციელდება. მდგომარეობის ზუსტად შესაფასებლად კი, პირველ ეტაპზე, აუდიოტესტს ვატარებთ, რომელიც სპეციალურ დიაგრამაზე აღნიშნავს როგორც ჰაეროვან, ისე ძვლოვან გამტარობას. აუდიოტესტი ორივე ჰემისფეროს კომუნიკაციურ და ვესტიბულარულ სისტემას იკვლევს, რაც უკვე შემდგომი მკურნალობისთვის გვაძლევს მიმართულებას. მკურნალობაც ინდივიდუალურ შერჩეული სიხშირეებით იწყება და მუდამ ძალიან ეფექტურია.

და ბოლოს, როგორია მკურნალობის ხანგრძლივობა და როდის მიიღწევა პირველი შედეგი ამ პროცესში?
მკურნალობის ხანგრძლივობა და ინტენსივობა მეტად ინდივიდუალურია, თუმცა ტომატისის თერაპია სულ სამ ეტაპად (14-14 სეანსი) იყოფა და შუალედში, ძირითადად, 1-1,5 თვიანი შესვენება კეთდება. ამ პერიოდში ტვინში კოგნიტური ფუნქციების აქტივაცია არ წყდება. ასევე, აქტიურდება ისეთი ნეირონები, რომლები ემოციურობაზე, მოტორიკაზე, აღქმაზეა პასუხისმგებელი… აღსანიშნავია ისიც, რომ არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა და გვაქვს 2-წლამდე პაციენტებთან მუშაობის გამოცდილებაც.

აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმ უნიკალურ შედეგებს, რომლებსაც კლინიკა „სკენარი“ აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ყოველ ბავშვთან აღწევს. ეს ყველაფერი სწორედ იმ კომპლექსური მიდგომით ხორციელდება, რომელიც უნიკალურ სამედიცინო აპარატურებს და სპეციალისტთა აქტიურ ჩართულობას აერთიანებს.

 

Leave A Reply