როგორ გავუმკლავდეთ პანდემიით გამოწვეულ სტრესს

  • Home
  • სიახლეები
  • როგორ გავუმკლავდეთ პანდემიით გამოწვეულ სტრესს

როგორ გავუმკლავდეთ პანდემიით გამოწვეულ სტრესს

კვლევების მიხედვით, კოვიდპანდემია მილიონობით ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახა. COVID-19-ის შესახებ ინტერნეტსივრცეში უამრავ ინფორმაციას ვაწყდებით, ეს ყველაფერი კი, ისედაც სტრესულ გარემოს, კიდევ უფრო ამძიმებს. საინტერსოა, როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ პანდემიით გამოწვეულ სტრესს.

უარყოფითი ზეგავლენა განსაკუთრებით შფოთვითი დარღვევებისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანებზე აისახება, რომელთა რაოდენობაც დღითი დღე ისედაც მზარდია. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ადამიანები, რომლებსაც ისედაც აწუხებთ მსგავსი პრობლემები, დღეს განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგანან.

უპირველესი რეკომენდაცია, რომელსაც ყველა სპეციალისტი გასცემს, არის ის, რომ შფოთვის გამომწვევი ახალი ამბების წაკითხვის, მოსმენის ან ყურებისგან თავი შეიკავოთ და საჭირო ინფორმაცია მხოლოდ წინასწარგანსაზღვრულ დროებში მოიძიოთ;

ეცადეთ, ნაკლებად გამოიყენოთ სოციალური ქსელები. აღარ გაეცნოთ იმ გვერდებს, რომლებიც თქვენთვის სტრესულ ინფორმაციას ავრცელებენ;

შეინარჩუნეთ სოციალური ურთიერთობები. იზოლაციაში ყოფნის დროსაც კი, ეცადეთ, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან გქონდეთ კომუნიკაცია;

ეცადეთ, ხშირად განიტვირთოთ და ზედმეტი დატვირთვა თავიდან აირიდოთ. მეტი მზის სხივი, ვარჯიში, სუფთა ჰაერზე ყოფნა, წყალი და სწორი კვება.

სხვათა შორის, კვლევების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია, სტრესი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ამისთვის მთავარია, მის მიმართ განწყობა შევცვალოთ. სპეციალისტები გვირჩევენ – გაიაზრეთ, მიიღეთ და გამოიყენეთ სტრესი.

ბუნებრივია, პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, სტრესის სასიკეთოდ გამოყენება ზედმეტად ოპტიმისტურადაც ჟღერს, თუმცა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს – სტრესის დათრგუნვა ისევ და ისევ სტრესს იწვევს.

 

გაეცანით პოსტკოვიდურ რეალიბიტაციას „სკენარში“.

 

 

 

 

 

 

Leave A Reply